დედაქალაქის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი გახდა.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, 3-მა კი თავი შეიკავა.
გიგა ნიკოლეიშვილი თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
აღნიშნულის გარდა, საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ კიდევ სამ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატურებს უყრიან კენჭს.
თბილისის მერის მეორე მოადგილის პოსტზე დასახელებულია ნინო ქიტიაშვილის კანდიდატურა, იგი მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო; მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო; ხოლო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლებაა დასახელებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.