სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
02-08-2016, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მარინა დუდაევა საქართველოს სსკ–ის 111, 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად  10  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლიდან - 2010 წლამდე პერიოდში მარინა დუდაევა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არჩილ ბოღოლაშვილთან.

 

 

მიმდინარე წლის 7 იანვარს, მარინა დუდაევა და არჩილ ბოღოლაშვილი ერთმანეთს ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში შეხვდნენ, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის  შემდეგაც დაახლოებით 21:00 საათზე სტუმრად მათ ახლობელს ზურაბ ხ.-ს ეწვივნენ.

 

 

სტუმრად ყოფნისას არჩილ ბოღოლაშვილი მარინა დუდაევას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას ათვალიერებდა, რამაც ამ უკანასკნელის განაწყენება გამოიწვია.

 

 

აღნიშნული მიზეზით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მარინა დუდაევამ ყოფილ მეუღლეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დანით ორჯერ მიაყენა ჭრილობა.

 

 

არჩილ ბოღოლაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და ასევე, აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა მარინა დუდაევა  2016 წლის 8 იანვარს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი