პოლიციამ წალკაში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა
02-08-2016, 09:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ანდრანიკ თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰაიკ მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

 

 

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ანდრანიკ თ.-მ, პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ანდრანიკ მ.-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ.-მ კი, ბრალდებული ანდრანიკ თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული სამველ თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა ანდრანიკ თ. და ჰაიკ მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს. პოლიციამ, ანდრანიკ თ.-ს საცხოვრებელი სახლის და ჰაიკ მ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი