თურქეთის მთავრობისა და პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩამოგდების მცდელობა თურქეთს 100 მილიარდი ამერიკული დოლარი (300 მილიარდი ლირა) დაუჯდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „რაშა თუდეი" თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრ ბულენთ თუფენქჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როცა ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ამ სამხედრო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, იარაღებს, ბომბებს და შენობებს, ჩვენი გათვლებით, მინიმალური ზარალი 300 მილიარდ ლირას შეადგენს“,-განუცხადა ვაჭრობის მინისტრმა თურქულ მედიას ანკარაში.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უფრო დეტალური დაანგარიშების შემდეგ აღნიშნული ციფრი შეიძლება გაიზარდოს.
თუფენქჩიმ თქვა, რომ სრული სურათი უნდა გაიზომოს საშუალო პირობების კონტექსტით, იმითაც კი რომ ზოგიერთმა ინვესტორმა მოკლევადიან პერიოდში განზე გადგომა არჩია.
მინისტრმა დასძინა, რომ ამბოხებულებმა თურქეთი მესამე მსოფლიოს ქვეყნის მსგავს ქვეყნად აქციეს.
„ისინი [ინვესტორები] აღარ შემოდიან მას შემდეგ, რაც ნახეს კადრები, სადაც ქუჩებში ტანკები იყო განლაგებული და პარლამენტი იბომბებოდა“,-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზოგიერთი უცხოური დაკვეთა გააუქმეს სამხედრო გადატრიალების მცდელობისთანავე.
მინისტრის ინფორმაციის თანახმად, თურქეთმა მოახერხა მდგომარეობის კონტროლი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა თურქული ბანკი, სასაქონლო ბირჟა და კომერციული ცენტრი შაბათ-კვირის შემდეგ ჩვეულებისამებრ, ნორმალურად გაიხსნა.
მიმდინარე წლის 15 ივლისს, პარასკევს ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.