მინდია ჯანელიძე ბიძინა ივანიშვილის პირადი დესპანი იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში, ამიტომ მისი დანიშვნა რუსეთთან დათმობებს ნიშნავდა. ამის შესახებ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აკეთებენ.
როგორც გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი აცხადებენ, მინდია ჯანელიძე უწყებიდან ათავისუფლებს პროგრესულად მოაზროვნე, ევროპული განათლებისა და გამოცდილების კადრებს, მის მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის სისტემებს ასუსტებს, შეფერხებით მიმდინარეობს ნატო-ს საწვრთნელი ბაზის პროექტის განხორციელებაც და დასუსტებულია ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურები.
"ნაციონალები" ჯანელიძის ერთ-ერთი მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის თანამდებობაზე ყოფნასაც საგანგაშო ფაქტად მიიჩნევენ, რადგან მათი თქმით, იგი იგი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრია. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.