ქალაქ ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში მდებარე ობიექტებზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
„მუშაობენ გამომძიებლები, რათა დადგინდეს პირველ რიგში მიზეზები, რა მოხდა და როგორ მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კომპენსაციასა და დახმარებაზე, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია და მხოლოდ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მოსახლეობისთვის გვერდით დადგომას. ალბათ მოგვიწევს მთავრობისთვის მიმართვა, რომ დაგვეხმაროს“, - განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლაფაძემ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენა. ხანძრის ლოკალიზებაზე ზესტაფონის სახანძრო სამსახურის გარდა ქუთაისისა და თერჯოლის სახანძრო ჯგუფებიც მუშაობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.