გიორგი კვირიკაშვილი: 7 თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია
03-08-2016, 01:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პოპულარიზაცია იზრდება, მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამ და ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

 


„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე - საქართველოს ეწვია 764,022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26,124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ისევ შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354.5 მილიონი დოლარი, რაც 15.7-პროცენტიანით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი მსხვილი ტურისტული კომპლექსებით. ეს არის მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში, რაც ჩვენი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ვინც ამ მიმართულებით იმუშავა ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ტურიზმის ადმინისტრაციას, ასევე, კულტურის სამინისტროს. სწორედ გარკვეული ღონისძიებების შედეგად, რომლებიც სახელმწიფომ გაატარა, იქნა მიღწეული ასეთი მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგია,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მისივე თქმით, მომავალი წლის ღონისძიებები ახალი სქემით, საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტურისტთა რიცხვის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

 


„ვფიქრობთ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ადგილობრივი ინფრასტურქტურა უნდა მოვამზადოთ და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Kandace
      
Spielbankhamburg Casino Online unterstützt ausschließlich geprüfte
und sichere Zahlungsanbieter. Die Spielbank Hamburg Casino App bringt Ihnen das komplette Online-Casino-Erlebnis direkt
auf Ihr Smartphone. Live-Statistiken, Grafiken und Match-Visualisierungen helfen Ihnen, fundierte Entscheidungen direkt im Spiel zu treffen. Das Sportsbook der Online Spielbank Hamburg bietet eine moderne,
vielseitige Plattform für Sportwetten, Live-Wetten und virtuelle Sportarten. Live Casino & Tischspiele der Spielbank Hamburg Online.

Starten Sie einfach Ihr Lieblingsspiel und
lassen Sie die Walzen für sich arbeiten! Egal, ob Sie ein erfahrener Profi sind
oder gerade erst die Grundlagen lernen – an unseren Pokertischen finden Sie die perfekte Runde für Ihre Spielstärke.
Beim American Roulette erleben Sie den Zauber des klassischen Casinospiels.
Die Spielbank Esplanade ist überwiegend barrierefrei und bietet
umfassende Zugänglichkeit für Menschen mit Behinderungen.

References:
https://online-spielhallen.de/888-casino-deutschland-ihr-umfassender-leitfaden-m
ein-erfahrungsbericht/
20 დეკემბერი 2025 23:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი