შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
"სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან", - აცხადებენ შსს–ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.