პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება და აღნიშნულ პროცესში ხელოვნური ჩარევა არ ხდება.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება და მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს, ხელოვნური ჩარევა არ ხდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3484 ლარია, ევროს ღირებულება კი - 2.6288 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.