სუსი: აფხაზური მხარე უარს აცხადებს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს
03-08-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, შეხვედრაზე 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა გაგრძელდა.

 

 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განზრახ მკვლელობაში [გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში] ბრალდებული პირი კიდევ ერთხელ მოითხოვა, რათა ის  ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

 

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას ითხოვენ, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია“,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.

 

 

სუს-ის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე  მუშაობა გრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი