ანა დოლიძე: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავშეუკავებელი ქცევით არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას
03-08-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

 

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, მას როგორც პირს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება საქართველოში არ აქვს.

 

 

„გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ციკლში.

 

 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავშეუკავებელი ქცევით არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და ბუნებრივია, საკუთარი ქმედებებით იგი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მშვენიერ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას”, - განაცხადა დოლიძემ.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 2 000 ლარით  დააჯარიმოს. საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ კი როგორც საია-ში განმარტავენ, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.   

 

 

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს, რომ ებრძოლოს მისი თქმით, იმ დიდ უსამართლობას, რომელიც საქართველოშია.

 

 

„ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია”,-განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი