თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
პროკურატურა ბოდოკიასთვის პატიმრობას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით კი, იგი მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.
ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.