„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო გაღარიბდა.
„თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15,8 მილიარდი დოლარი, ახლა ის არის 14,2 მილიარდი დოლარი. 2004-07 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2,7-ჯერ სწრაფად, ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. 2013-16 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 2,9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემებით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მან ასევე ქვეყნის საშინაო ვალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელიწადში თითქმის გაორმაგდა და ერთი მილიარდით გაიზარდა.
„ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-04 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-ით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2,34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალენტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის, ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ეს იყო ორი ან სამი წლის წინ. ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს ბოლო 6 წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია ვიდრე 2012, 2013, 2015 და 2016 წელს იყო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.