პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ახდენს, რომელმაც "მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და არა მოსამართლე". დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პაპუაშვილს "დესტაბილიზაციის" შექმნა არ გამოუვიდა.
”თუ ვინმე ცდილობს ზეწოლას, გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა იყოს თავად გიორგი პაპუაშვილი. ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ბოლო პერიოდში გადაიქცა გარკვეული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და არა მოსამართლე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ თავს და კოლეგებს. აქედან გამომდინარე, ანალიზი უნდა გაკეთდეს და შეფასდეს სიტუაცია ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტიტუტად გამოყენება შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ის ცდილობს გარკვეული კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნას, რაც არ გამოუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მოსამართლე პასუხისმგებლობის მქონეა, მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით ან მითითებით, ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა”, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა:
”ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება გაგრძელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი თითოეული მოსამართლე არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, გარდა კონსტიტუციისა და კანონისა. ამიტომ, მოსამართლეებმა ინდივიდუალურად და სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის ფორმატში უნდა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. მე ვურჩევ პაპუაშვილს, რომ პირველ რიგში მისი მხრიდან იყოს კოლეგიალური მიდგომა. მე ვურჩევ, რომ საკუთარი განცხადებების შეფასება, თვითშეფასება მოახდინოს. სასამართლოს და მოსამართლეების მხრიდან რაიმე დადასტურება იმ ფაქტების, რაზეც გიორგი პაპუაშვილი საუბრობს, არ მომხდარა. მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა კოლეგები”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.