დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან წელს მიღებულმა შემოსავალმა 354 მილიონი შეადგინა, რაც 15,7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით
03-08-2016, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დათვლილია 2016 წლის პირველი კვარტალი და ტურიზმიდან შემოსავალმა 354 მილიონი შეადგინა, რაც 15,7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ტურისტები მუდმივი ზრდა ფიქსირდება მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

 

 

„კარგი ზრდა გვაქვს, რა თქმა უნდა, ირანიდანაც და რამოდენიმე ასეულ პროცენტს შეადგენს ეს ზრდა. ასევე კარგი ზრდაა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.  ავიაკომპანია „ფლაი დუბაი“ პრაქტიკულად სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ჩვენ თავის დროზე არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს მივეცით უვიზოდ შემოსვლის უფლება, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც მიღებული აქვს იქ მცხოვრების სტატუსი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ „ფლაი დუბაიმ“ დანარჩენი მიმართულებითაც გააფართოვოს თავისი გეოგრაფია“, -განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

 

მინისტრის განმარტებით, ძალიან საინტერესო აღმოსავლეთ ევროპა, საიდანაც ასევე იზრდება ტურისტების რაოდენობა, ასევე ტურისტების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება რუსეთიდან და უკრაინიდან.

 

 

„7 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა და ეს არის 11%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. ივლისის თვეშიც ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდება და საერთო ჯამში 764 ათასზე მეტი საერთაშორიო მოგზაური ჩამოვიდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი