თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე 22 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება
03-08-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.

 


"თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო მონაკევთი თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებზე (ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი) გადის. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული.

 


პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, 2 სახიდე გადასასვლელის, რკინა-ბეტონის მილების, კიუვეტების, საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას. ასევე, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები, საგზაო ნიშნები. გზა მოინიშნება და შემოიფარგლება ლითონის ბაგირით.

 


პროექტი სახლმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 22 მილიონ 408 ათას 691 ლარია. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება", – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი