ლევან იზორია: ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას
03-08-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ინფორმაციით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას.

 

 

მინისტრის თქმით, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული.

 

 

„ბუნებრივია, პროკურატურისგან მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება იქ შესვლის, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. სიუჟეტის თანახმად, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, წითელაშვილმა კი საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო. ტრისტან წითელაშვილი  „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში  ადანაშაულებს და ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი