ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ 24 საათში რეგულაციები ამოქმედდება
03-08-2016, 04:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეს დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, არსებულ პასუხისმგებელ ფარმაცევტს ექნება ვალდებულება, რომ წამლის გაცემის პროცესი გააკონტროლოს.

 

 

24 საათში ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მოამზადა.

 

 

ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისი თქმით, დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება.

 

 

სერგეენკოს ინფორმაციით, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს სერიოზული დარტყმა მიადგა, შემცირებულია 95%-ით, თუმცა პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა.

 

 

„ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს. წინა მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზენტაციები იყო იმის დამტკიცება, რაც დღეს დამტკიცდა. რეალობა შეიცვლება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არ ვიცი რამდენად საბოლოო იქნება, ვინაიდან შემდგომი ორი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ალბათ შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზების საშუალება“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი