მანანა კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს, ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით
03-08-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს 200 000 ადამიანის ხელმოწერას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაინიშნება თუ არა რეფერენდუმი, ეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

 


”როდესაც 1995 წელს წერდნენ კონსტიტუციას, მათ ნამდვილად სხვა არაფერი უგულისხმიათ და უფიქრიათ იმის თაობაზე, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს ან მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. აქედან გამომდინარე მოხდა სამოქალაქო კოდექსში უფრო მეტი დაკონკრეტება ქორწინების და ზოგადად, დეფინიციის უფრო კონკრეტულად ასახვა კანონში. არაფერი სადავო არ არის და არც იქნებოდა რომ არა მცდელობები, რომ სხვა ინტერპრეტაციით მოხდეს კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც საუბარია მხოლოდ მეუღლეებზე და არ არის მითითებული ქალის და მამაკაცის წარმოჩენა. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, კარგი იქნება კონკრეტულად გაიწეროს კონსტიტუციაში. მე იმასაც ვიტყოდი, რომ შესაძლოა თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ ცვლილებით იზღუდება სექსუალური უმცირესობების უფლებები, სწორედ მათ აქვთ ასეთი აღქმა, რომ თუ ამ ცვლილებას განვახორციელებთ, თურმე ვზღუდავთ უფლებას უმცირესობების. ისინი ფართოდ განმარტავენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მათ ამ უფლებას დღეს თუ არ ანიჭებს, ხვალ და ზეგ მისცემს უფლებას, რომ ასე განიმარტოს კონსტიტუცია. ამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამის განხორციელება”, - აღნიშნა კობახიძემ.

 


მისივე თქმით, ეს ინიციატივა იმთავითვე მოდიოდა ”ქართული ოცნებისგან” და არჩევნებთან ამ თემის დაკავშირება სპეკულაციაა, რადგან მისი თქმით, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაჟღერდა ინიციატივა კონსტიტუციაში ქორწინების შესაბამისი მარეგულირებელი ნორმის უფრო მეტი განსაზღვრულობის თაობაზე. რაც შეეხება რეფერენდუმს, კობახიძე მიიჩნევს, რომ 200 000 ადამიანის ხელმოწერას ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს.

 


" პროცედურები დაწყებულია. ცესკო-მ გადაუგზავნა მიმართვა პრეზიდენტს. აწი საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს. ეს მისი გადასაწყვეტია და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ თუკი რაიმე ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციაში, ეს უნდა განახორციელოს პარლამენტმა”, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი