[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
შავლიაშვილის უწყება ადასტურებს, რომ "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
13-02-2015, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2013-2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.

 

 

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა, წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი.

 

 

"სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს", - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით - ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, დააკავეს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი