ემირატების ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც ინდოეთიდან მოფრინავდა, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.
მისივე ცნობით, სურათებზე, რომლებიც ინტერნეტით გამოქვეყნდა, სქელი შავი კვამლია ასახული, რომელიც თვითმფრინავიდან გამოდის.
დუბაის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის ევაკუირებული და ჯერჯერობით არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 777“ ინდოეთის ქალაქ ტრივანდრუმიდან დუბაიში მიფრინავდა.
ემირატების ავიახაზებმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, 275 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა ფრენა შეჩერებულია და საგანგებო სამსახურების მხრიდან სიტუაციისთვის თავის ბოლომდე გართმევის შემდეგ, მგზავრებს დამატებით ეცნობებათ ინფორმაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.