კრემლი ამტკიცებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასოდეს შეხვედრია და მას არასოდეს უსაუბრია ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან.
„ჩვენ ეს მანამდეც არაერთხელ ვთქვით, რომ პრეზიდენტ პუტინს არასოდეს არ ჰქონია რაიმე სახის კონტაქტი ტრამპთან და მას არასოდეს უსაუბრია მასთან, მათ შორის არც ტელეფონით“,-განუცხადა ამერიკულ სატელევიზიო არხს, NBC-ს სამშაბათს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ იგივე შეიძლება ითქვას მის ყველა თანამშრომელზე.
როგორც NBC იუწყება, ტრამპი, რომელიც ხშირად გამოხატავს თავის თაყვანისცემას რუსეთის ლიდერისადმი, არაერთხელ ამტკიცებდა, რომ წარსულში პუტინთან საუბრები ჰქონდა.
2014 წლის მაისში ტრამპმა თქვა, რომ ის ცოტა ხნის წინათ მოსკოვში და ვლადიმერ პუტინთან იმყოფებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინათ მან მკვეთრად დაიხია უკან და რეპორტიორებს უთხრა, რომ იგი პუტინს არ იცნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.