საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე შესაძლო შესვლის საკითხი პარლამენტის ნდობის ჯგუფის მიერ შესასწავლი თემა არ არის.
„პარლამენტის ნდობის ჯგუფმა შეიძლება განიხილოს საბიუჯეტო საკითხი და კითხვებით პროკურატურას მიმართოს. აღნიშნული საკითხი ისედაც პროკურატურის მოკვლევის ქვეშაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად გია ვოლსკიმ.
აღნიშნული საკითხის პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხილვას ან სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.
გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. სიუჟეტის თანახმად, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო, წითელაშვილმა კი საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო. ტრისტან წითელაშვილი „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.