The Washington Post-ი: გახდება თუ არა ოპერის მომღერალი საქართველოს პრემიერ მინისტრი?
03-08-2016, 07:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გახდება თუ არა მსოფლიო ბანი საქართველოს პრემიერ მინისტრი?! - ამ სათუარით ცნობილი ამერიკული გამოცემა ვაშინგტონ პოსტი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

 

 

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ახალ პოლიტიკურ ძალაზე რომელიც პაატა ბურჭულაძის სახით გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე და რომლის მიზანია სახელმწიფო დაუბრუნოს ხალხს.

 


სტატიის ავტორი საუბრობს IRI-ს კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ რეიტინგებში პაატა ბურჭულაძემ 75 პროცენტით სერიოზულად დაჯაბნა პრემიერი კვირიკაშვილი, რომლის პოპულარობაც 56%-ს არ აღემატება. გავლენიანი ამიერიკული გამოცემა ასევე საუბრობს ბურჭულაძის პოლიტიკური ძალის სწრაფად მზარდ რეიტინგზე, რომელიც მესამე პოზიციას იკავებს და არც თუ დიდი სხვაობით ჩამორჩება ქართულ ოცნებას თუ ნაციონალურ მოძრაობას.

 


“აქ ჩემი პირადი პოპულარობა არაფერ შუაშია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის მზარდი რეიტინგი მანიშნებელია იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გაამართლა” - აცხადებს ბურჭულაძე ვაშინგტონ პოსტთან საუბრისას.

 


ამერიკელი ექსპერტის მაიკლ ჩეჩირეს აზრით, ბურჭულაძე ქართული კონსერვატიზმის ახალი სახეა. მისი პოლიტიკური ძალის პოპულარობა კი დიდწილად ქართული ოცნების მხრიდან ამომრჩეველთა იმედგაცრუებას უკავშირდება. მისი აზრით, ოქტომბრის არჩენებში ნაკლებად სავარაუდოა რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს და მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს, რაც კოალიციური მთავრობის აუცილებლობას განაპიროებს. “მოძრაობა სახელმწიფო ხალიხსთვის” შესაძლოა არ იყოს ამ კოალიციის წამყვანი ძალა, თუმცა მას შეუძლია სერიოზული როლი შეასრულოს ნებისმიერი კონფიგურაციის მთავრობაში”, აცხადებს ჩეჩირე.

 


ბურჭულაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას მკვეთრად გამოკვეთილი პრო-დასავლური პოზიციები აქვს. საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და სწორედ ამ ორგანიზაციების წევრობა იქნება რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი.

 

 

ვრცელი ინგლისურენოვანი სტატიის შემოკლებულ თარგმანს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი