ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე ე.წ. შავ ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის, ცეზარ მაღლაკელიძის განცხადებით, ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
მაღლაკელიძის განმარტებით, 1 700 000 ლარი მოვაჭრეების საქონლის, ხოლო 500 000 ლარი შენობა-ნაგებობის ზარალია.
ქალაქ ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში მდებარე ობიექტებზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები კი მთლიანად გაანადგურა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენა.
ადგილობრიი მუნიცპალიტეტის გადაწყვეტილებით, დამწვარ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საქმიანობას სხვა სავაჭრო სივრცეში ორი თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე გააგრძელებენ.
დღეს ბაზრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წუხელ დამწვარი ობიექტის შპს „საირხეს“ მეწილეები დავით ხუსკივაძე და ბაზრის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე. აღნიშნული პირები ხანძრის განზრახ გაჩენაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. მეწილეებს შორის დავა 17 წელია გრძელდება.
მოვაჭრეების თქმით, ობიექტის დირექტორი ცეზარ მაღლაკელიძე აღნიშნული დაპირისპირების გამო რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა, რომ სავაჭრო ობიექტს გადაწვავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.