შსს: "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში არც ერთი პირი დაკავებული არ არის
13-02-2015, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში არც ერთი პირი დაკავებული არ არის.

 


როგორც შსს-ში აცხადებენ, 2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 


"დღეისათვის საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხული არიან მოწმეები, ამოღებულია დოკუმენტაცია როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან, ისე შესაბამისი საბანკო დაწესებულებებიდან, ჩატარებულია თემატური რევიზია", - აცხადებენ შსს-ში.

 


უწყების ცნობით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე საქმეზე არც ერთი პირი დაკავებული არ არის. ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული.

 


მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი