საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება გოგა მეშველიანი;
წალკასა და დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი;
გარდაბანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი.
თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი;
მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი;
მარნეულის 36-ე ოლქში კი, პარტიის კანდიდატი იქნება თამაზ ნავერიანი.
"რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე.
რუსთავის 30-ე ოლქში კი მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ბეგაძე წარადგინეს.
კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის თითოეულ ოლქში დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენისას თავად დაახასიათა და იმედი გამოხატა, რომ ისინი მოიპოვებენ ხალხის მხარდაჭერას.
რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება პაატა მხეიძე. "იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში. ამჟამად არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბატონი პაატა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, დარწმუნებული ვარ, თავის გამოცდილებას მოახმარს და ზრუნვას არ მოაკლებს რუსთავის და მთელი რეგიონის თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა პრემიერმა.
რუსთავის 30-ე ოლქში - მაჟორიტარ კანდიდატად პარტიიდან წარდგენილია გიორგი ბეგაძე. "ის ეკონომიკის მაგისტრი გახლავთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია. მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტს მისი სახით კვალიფიციური ეკონომისტი შეემატება", - აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
წალკასა და დმანისში "ქართული ოცნება" კახა ოქრიაშვილს ასახელებს. "იგი გახლავთ პარლამენტის წევრი, ამიტომაც, მას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, წალკელები და დმანისელები მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან იქნება გოგა მეშველიანი. "იგი გახლავთ ეკონომიკის მაგისტრი, ამჟამად არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. იცის ყველა პრობლემა, რომელიც ბოლნისელებს აქვთ და დარწმუნებული ვარ, პარლამენტიდან იგი ძალისხმევას არ მოაკლებს ამ პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება სავალან მირზოევი. "სავალანი სამართალმცოდნე გახლავთ, იგი იყო გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში. ახლა კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ეროვნული უმცირესობების საკითხებში. ბატონი სავალანის საქმიანობა საქართველოს პარლამენტში სასარგებლო იქნება არა მარტო გარდაბნელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.
თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიას წარდგენილი ჰყავს გოდერძი ჩანქსელიანი. "ბატონი გოდერძი გახლავთ სამართალმცოდნე, იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილების უფროსი. იგი პროფესიონალი, ძალიან პოზიტიური ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მოიპოვებს თეთრიწყაროს ამომრჩევლის მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მარნეულის 35-ე ოლქში „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რუსლან გაჯიევის კანდიდატურას. "იგი გახლავთ მარნეულის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, ბატონი რუსლანი მოიპოვებს მარნეულელების მხარდაჭერას და წარმატება მინდა ვუსურვო მას საპარლამენტო საქმიანობაში", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მარნეულის 36-ე ოლქში კი, კენჭს იყრის თამაზ ნავერიანი. "ბატონი თამაზი მარნეულის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორი გახლავთ, ამასთან, იგი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო. დარწმუნებული ვარ, ბატონი თამაზი მარნეულელების თითოეულ პრობლემას დიდი გულისყურით მოეკიდება და ღირსეულად წარმოადგენს თქვენს რაიონს საქართველოს პარლამენტში", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ წარდგენილი კანდიდატები მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებენ.
"ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ თანამოქალაქეს, ძალიან სჭირდება დიდი გამარჯვებები. დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით, ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენგანი იღვაწებს, ყველა ჩვენგანი მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ყველა თქვენგანთან ერთად, აუცილებლად გაიმარჯვებს და ამით, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.