ერთი ქალი გარდაიცვალა და ხუთმა სხვამ დაზიანებები მიიღო ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, რასელის მოედანზე, ბრიტანეთის მუზეუმის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას. ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიციას და სასწრაფო დახმარების მანქანებს ადგილობრივი დროით 22:33 საათზე დაურეკეს და მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული მოქალაქეებს დაზიანებებს აყენებდა.
შემთხვევის ადგილას 6-მდე ადამიანი ნახეს, რომელთაც დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მოკლე პერიოდში ერთი ქალი გარდაიცვალა.
პოლიციამ მალევე, 5 წუთში, 22:39 საათზე თავდამსხმელი, 19 წლის მამაკაცი პატიმრობაში აიყვანა.
თავდაპირველად ლონდონის პოლიცია არ გამორიცხავდა, რომ მომხდარი ტერორიზმთან კავშირში ყოფილიყო, თუმცა მოგვაინებით ლონდონის პოლიციის მიერვე გაკეთდა განცხადება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა "მნიშვნელოვანი ფაქტორი" იყო ამ ინციდენტისას.
შემთხვევის ადგილი გადაკეტილია და პერიმეტრზე შეიარაღებული პოლიციის დიდი რაოდენობაა განლაგებული.
იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც თავდასხმისას დაზიანებები მიიღეს, ამ დროისთვის უცნობია.
ოთხშაბათს, 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლონდონში დამატებით 600 შეიარაღებული ოფიცერი განლაგდება, რათა მოსახლეობა თავდასხმების საფრთხისაგან დაცული იყოს.
აღნიშნული ინფორმაცია „როიტერსმა“ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
სააგენტოს ცნობით, ლონდონში საფრთხის დონე კვლავ „ძალიან მაღალია“ და შეიარაღებული ძალების რიცხვის გაზრდა რაიმე სპეციფიკურ სადაზვერვო ინფორმაციას არ ეყრდნობა, მაგრამ ეს არის ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საზარელი თავდასხმებისადმი გრძელვადიანი პასუხი.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პოლიციის მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს იმას, რომ ლონდონის პოლიციის ოფიცრების უმრავლესობამ ცეცხლსასროლი იარაღი ატაროს.
„ყველასთვის, ვინც კი თვალ-ყურს ადევნებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გასაგები იქნება თუ რატომ გვინდა ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე - დავიცვათ საზოგადოება... იმისათვის, რათა გაუმკლავდე შეიარაღებულ და საზარელ თავდასხმებს, შენ გესაჭიროება ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ოფიცრები, რომლებიც გამოიყენებენ იარაღს თავდამსხმელების შესაჩერებლად“,-ნათქვამია ლონდონის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლონდონში დამატებითი შეიარაღებული ოფიცრები საზოგადოებისთვის გამოსაჩენ ადგილებში, როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით იმოძრავებენ.
ლონდონი თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე 2005 წლის 7 ივლისს გახდა, როდესაც ოთხი ისლამისტი ექსტრემისტის სამიზნე 3 მეტროსადგური და ერთი ავტობუსი გახდა, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.