საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, 1975 წელს დაბადებული ალეკო შევერდაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სარწყავი არხიდან წყლის აღებას ცდილობდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოვიდნენ, ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და შევერდაშვილი დააკავეს.
დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს).
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული უკვე გადაყვანილია ცხინვალის იზოლატორში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.