თურქეთის ქალაქ ანტალიაში „რესპუბლიკის მოედანზე“ აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა.
ამის შესახებ sputniknews-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
შემთხვევა ოთხშაბათს, 3 აგვისტოს მოხდა.
სამართალდამცველების ცნობით, "რესპუბლიკის მოედნის" სიახლოვეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.