საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისისა და წალკის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად კახაბერ ოქრიაშვილი წარადგინა.
რუსთავში მოსახლეობის წინაშე კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "იგი გახლავთ პარლამენტის წევრი, ამიტომაც, მას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, წალკელები და დმანისელები მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
ოქრიაშვილი დმანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუატატია და 2012 წელს დმანისის საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" იყო წარდგენილი, თუმცა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კოალიცია "ქართული ოცნების" უმრავლესობით მოსვლის შემდეგ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მანდატებმოპოვებულ დეპუტატებთან – ხობის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასთან, ლენტეხის მაჟორიტარ გოგი ლიპარტელიანთან, გარდაბნის მაჟორიტარ გიორგი ფეიქრიშვილთან, ამბროლაურის მაჟორიტარ გოჩა ენუქიძესთან, და ლაგოდეხის მაჟორიტარ გიორგი გოზალიშვილთან ერთად ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ ჩამოაყალიბა და მისი თავმჯდომარე გახდა.
აღნიშნული ფრაქციიდან, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოქრიაშვილის გარდა, ხობის მაჟორიტარულ ოლქში გოდერძი ბუკია უკვე წარადგინა, ხოლო Guardian.ge–ს ინფორმაციით, გოჩა ენუქიძეს ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში წარადგენს.
ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს უჭერდა მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.