მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ყველაზე მეტი 2 124 570 ლარის შემოწირულობა პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველომ“ მიიღო.
მეორე ადგილზეა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელსაც შემოწირულობის სახით 621 527 ლარი აქვს მიღებული, მესამეზე კი - 208 400 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.
ამის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური აცხადებს.
უწყების ცნობით, პარტიებმა ივლისში შემოწირულობის სახით ჯამში 3 486 119 ლარის მიიღეს.
რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს:
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 195 800 ლარი მიიღეს,
„პატრიოტთა ალიანსმა“ – 184 811 ლარი,
„გირჩმა“ – 103 994 ლარი,
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9 590 ლარი,
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 2 000 ლარი,
„მემარცხენე ალიანსმა“ – 500 ლარი,
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 429 ლარი,
„კონსერვატიულმა პარტიამ“ – 120 ლარი,
„საქართველოს მშვიდობისთვის“ – 100 ლარი,
„ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 51 ლარი,
„თავისუფალმა საქართველომ“ – 40 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.