სოსო ცინცაძე: რაც შეეხება მმართველი გუნდის პასიურობას წინასაარჩევნოდ, ამას ჰქვია საკადრო შიმშილი; ვერ ხედავთ, რა ხალხი მოდის მომავალ პარლამენტში?!
04-08-2016, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასაარჩევნო გარემოს, მმართველი პარტიის პოზიციების შენარჩუნების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობებს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი თვლის, რომ 2016 წლის არჩევნები წინა არჩევნებისაგნ განსხვავებით თავისუფალია, თუმცა სხვა მხრივ სიახლეს ვერაფერს ხედავს.

 

 

"საარჩევნო კანონი ისევ მაჟორიტარულია, ოპოზიცია სუსტია და ამას ხედავს მმართველი პარტია. ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერს ჰპირდება ხალხს; ქართველ ამომრჩეველს კი აღარავის სჯერა. გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში დაიდო, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამომრჩეველთა 60%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას. რამდენად სწორია, ვერ გეტყვით, რადგან მე ამ გამოკითხვების კმაყოფილი ვერავინ ვნახე, მმართველი პარტიიდან დაწყებული, ორკაციანი პარტიებით დამთავრებული. თანაც არც ერთი პარტია არ ადასტურებს, რომ ეს მონაცემები მართალია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

 

სოსო ცინცაძის აზრით, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის "მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო და ძირითადად პარლამენტარები დაკავებული იყვნენ ერთმანეთთან ანაგარიშსწორებით, კინკლაობით".

 

 

"ამ მოწვევის პარლამენტიც არ უჩიოდა პოლიტიკური პარტიების სიმცირეს, მაგრამ რა გააკეთეს? ეს პარლამენტი რომ ეფექტური არ იყო ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული კანონების რაოდენობით, ეს ფაქტი არ არის? შეგიძლიათ დამისახელოთ რამდენიმე კანონი მაინც, რომლებმაც გააუმჯობესა ხალხის ცხოვრება ან ისეთი კანონი მიიღეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, სოფლის მეურნეობაში ან სხვა დარგებში პრობლემების აღმოფხვრას? მე პირდად ასეთ კანონს ვერ ვიხსენებ. ამ პარლამენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო და ძირითადად პარლამენტარები დაკავებული იყვნენ ერთმანეთთან ანაგარიშსწორებით, კინკლაობით... პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას, ის გაწონასწორებული პიროვნებაა, მისთვის ყოველთვის უცხო იყო გაცხარება და ყვირილი, მაგრამ ალბათ ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ, რა პრობლემებს აწყდებოდა. როცა მოვა მისი მემუარების დრო, ალბათ ბევრი ექნება დასაწერი. თუ მოვესწარი, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ", - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

 

 

იგი მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას ბიუროკრატიული აპარატის დამხარებით, მაჟორიტარული სისტემით და ოპოზიციის სისუსტის გამოყენებით არჩევნებში პოზიციების შენარჩუნების შესაძლებლობა აქვს.

 

 

"რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე მინისტრი ჰყავდათ მთავრობაში, პარლამენტის კომიტეტებშიც სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილი. მე არ ვიცი, რა სტრუქტურები შექმნეს, როგორ აქვთ მოგვარებული ორგანიზაციული საკითხები, ინფრასტრუქტურა, მაგრამ თუ ყველა ბერკეტი, რაც 4 წლის მანძილზე ჰქონდათ, ეფექტურად გამოიყენეს, მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ნამდვილად ექნებათ. ისევ გამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, შანსები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", ბურჭულაძეს, ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრაობას", "პატრიოტთა ალიანსს" და ალბათ კიდევ რამდენიმეს. რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ პოზიციების შენარჩუნებას, არ გაგიგიათ, ღმერთი თუ გწყალობს, ეშმაკი რას დაგაკლებსო? ამხელა ბიუროკარტიული აპარატის პატრონს არა მგონია, პოზიციების დათმობა მოუწიოს, თანაც ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია და მაჟორიტარული სისტემაც შეინარჩუნა... რაც შეეხება მმართველი გუნდის პასიურობას წინასაარჩევნოდ, ამას ჰქვია საკადრო შიმშილი. ვერ ხედავთ, რა ხალხი მოდის მომავალ პარლამენტში?! საქართველოში საკადრო პოლიტიკის პრიორიტეტი პროფესიონალიზმი არასოდეს ყოფილა, პრიორიტეტი არის ერთგულება და ამ პრინციპით ირჩევენ, ასე იქნება ამ არჩევნებზეც", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი