გიორგი კვირიკაშვილი: ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში
04-08-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტში ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

 

 

„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა. პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.

 

 

რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

 

 

ქორწინების ცნება, როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“  განსაზღვრულია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი