დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო დღეს რეფორმების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანაა
04-08-2016, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს არის ალბათ ის პერიოდი, როდესაც საქართველო, რეფორმების ნაწილში, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანაა.

 

 

ამის შესახებ მან „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც დღეს ფორუმზე გაჟღერდა.

 

 

„საქართველო დღეს რეფორმების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანაა...ეს არის პირველი დღე საქართველოს ეკონომიკის ფორუმისა, რომელზეც ჩვენ გვყავს მოწვეული ორი მსოფლიო კლასის პროფესორი - დანი როდრიკი და ჩარლზ ფრედრიკ სეიბლი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მსოფლიო აღიარება აქვთ მოპოვებული. დღეს ჩვენ ისინი მოვიწვიეთ ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ მათთან ერთად შევაფასოთ ის განვლილი გზა, რომელიც ჩვენ გავატარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში და ასევე, მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების ეფექტურად გატარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღევანდელი ფორუმი ტარდება იმისთვის, რომ ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც პრემიერის მიერ არის ინიცირებული, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს იმპლემენტირებული ცხოვრებაში.

 

 

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები: დანი როდრიკი - ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჩარლზ სეიბელი - ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომელებიც წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხებზე. გაიმართება დისკუსია ბიზნესის, საბანკო და აკადემიურ საზოგადოებასთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი