პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს.
ამის შესახებ მან ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენს გამარჯვებამდე 66 დღე დარჩა. ჩვენ გამოვიარეთ არჩევნები, როდესაც ზუსტად ვიცოდით, რომ მოვიგებდით, გამოვიარეთ არჩევნები, როდესაც გვეგონა, ვერ მოვიგებდით, მაგრამ მოვიგეთ, გამოვიარეთ არჩევნები, რომელზეც გვეგონა მოვიგებდით, მაგრამ წავაგეთ. ახლა კი მოვედით არჩევნებამდე, რომელსაც სჭირდება ბრძოლა და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.