პენტაგონი პაკისტანს სამხედრო კომპენსაციის სახით 300 მილიონ აშშ დოლარს არ გადაუხდის
04-08-2016, 05:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პენტაგონი პაკისტანს სამხედრო კომპენსაციის სახით 300 მილიონ აშშ დოლარს არ გადაუხდის. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშ კარტერმა გადაწყვიტა, რომ არ უთხრას კონგრესს, რომ პაკისტანი "ჰაყანის" ქსელის მიმართ სათანადო ზომებს იღებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების ოფიციოზზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" წერს.

 


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო ათწლეულში გამწვავდა იქედან გამომდინარე რომ შეერთებული შტატების ოფიციალურ წრეებში იმედგაწბილებულები არიან იმით, რასაც ისინი უწოდებენ, ისლამაბადის სურვილის არქონას, იმოქმედონ ისლამური ჯგუფების წინააღმდეგ, ისეთების როგორიცაა ავღანური თალიბანი და "ჰაყანის" ქსელი.

 


"ამჯერად თანხები ვერ იქნება პაკისტანის მთავრობისთვის მიცემული, რადგან თავდაცვის მდივანმა არ დაადასტურა, რომ პაკისტანი იღებს საკმარის ზომებს "ჰაყანის" ქსელის მიმართ", – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ადამ სტამპმა ოთხშაბათს.

 


300 მილიონი აშშ დოლარი კოალიციის მხარდაჭერის ფონდიდან უნდა გაცემულიყო. ეს არის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას მოკავშირეებისადმი, რომლებიც სწევენ ხარჯებს კონტრ–ტერორისტული ოპერაციებისას. პაკისტანი კი ყველაზე დიდი მიმღებია.

 


"ეს გადაწყვეტილება არ ამცირებს იმ მსხვერპლის და ვალდებულებების მნიშვნელობას, რაც პაკისტანის სამხედრო ძალებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში თავიანთ თავზე აიღეს", – განაცხადა სტამპმა.

 


პენტაგონის მონაცემების თანახმად, კოალიციის მხარდაჭერის ფონდიდან პაკისტანს 2002 წლის შემდეგ უკვე მიღებული აქვს 14 მილიარდი აშშ დოლარი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი