ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და კანონში ცვლილებები აქედან გამომდინარე ხორციელდება. მისი თქმით, ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველი ცვლილებით ფარმაცევტებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას; მეორე ცვლილება კი მეწარმეებს ეხებათ.
„მეწარმეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდვა პარალელური აქტივობების კეთებით. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი, ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დარღვევა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ზემოქმედების ეს ორი ინსტრუმენტი დღეიდან შევა ძალაში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ გამკაცრდება 24–საათიანი შემოწმებაც.
„მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას“, - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.