ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით 27-პუნქტიან განცხადებას ავრცელებს
04-08-2016, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

Guardian.ge ირაკლი აბესაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„დავით ნარმანია 2 წლისაა: 1. ფაცი-ფუცი; 2. საზამთროს გამყიდველისთვის ქრთამად გამორთმეული 300 ლარი; 3. ჯიხურის გამყიდველთან ,,წილში ჩაჯდომა"; 4. დასაქმების სანაცვლოდ აღებული 3000 ევრო ქრთამი; 5. სოციალურად დაუცველი რაიონის პროკურორისთვის ჩარიცხული 5000 ლარი; 6. ქონების გაყიდვის, მშენებლობის ნებართვის აღების, მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხების მოგვარების სანაცვლოდ მერიის არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ პირდაპირ სამუშაო კაბინეტებში აღებული ასეულობით ათასი ლარი ქრთამი; 7. თვითნებურად გადათხრილი გზები; 8. რესტორანში უდოკუმენტოდ დახარჯული 60 000 ლარი; 9. თოვლის ბაბუა საჩუქრების გარეშე; 10. ,,ფუტკრის პროდუქტების" ჯიხურის საზეიმო გახსნა თბილისის მთავრობის მონაწილეობით და მეორე დღეს გამქრალი ,,ქარხანა"; 11. ფაქტობრივად უსასყიდლოდ გასხვისებული ბოტანიკური ბაღისა და მიმდებარე სარეკრეაციო ტერიტორიები; 12. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ბაგა-ბაღებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების ასეულობით კვალიფიციური თანამშრომელი; 13.,,მარგიშვილის" ცენტრში გაფლანგული ასეულობით ათასი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასაქმებას უნდა მოხმარებოდა; 14.მილიონი გამხმარი ხე; 15. ,,პანორამა თბილისი" - უპრინციპობას შეწირული ქალაქის ისტორიული ცენტრი; 16.უფასო სასადილოში დარიგებული გაფუჭებული ქათმები; 17. ახლად დაგებული უკვე გაფუჭებული გზები; 18. დასაქმებული არაკვალიფიციური ნათესავები; 19. შრომითი ხელშეკრულებით მერის პიარისთვის აყვანილი 2 თანამშრომლისთვის ყოველთვიურად გადახდილი 11 000 ლარი; 20.კომუნალური ვაუჩერის გარეშე დატოვებული ასიათასობით სოციალურად გაჭირვებული თბილისელი; 21. უტენდეროდ დახარჯული (გაფლანგული) ასეულობით მილიონი ლარი; 22. მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება (ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი) - მოწვეული 48 მერი და არც ერთი ჩამოსული სტუმრად; 23. თბილისის ბიუჯეტით მოსყიდული პროკურატურის მოწმეები (ტარიელ ხიზანეიშვილი და სხვები); 24. ორი წლის განმავლობაში დახარჯული 1.5 მილიარდ ლარზე მეტი და ათასობით მოუგვარებელი პრობლემა თბილისის ქუჩებში; 25. ივანიშვილისთვის უარგუმენტოდ გაუქმებული 100 000 000 ინვესტიციის ვალდებულება ვაკეში, ”ქართუ ჯგუფის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე; 26. სუს-ის პირდაპირი მმართველობა მერიაში; 27. საკუთარი უსუსურობის, არაკვალიფიციურობის, არსებული სისტემური კორუფციის გამო მოუგვარებელი პრობლემების მუდმივად სხვებზე გადაბრალება.

 

 

ეს ,,ქართული ოცნების" და თბილისელებისგან დამალული თბილისის მერის დავით ნარმანიას ორწლიანი მუშაობის მოკლე ანოტაციაა. აი რატომ არათუ არ გვარდება ელემენტარული პრობლემებიც კი, არამედ ემატება ახალი თავსატკივარი თბილისელებს. სამწუხაროდ, ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გაგრძელდება, სანამ ,,ქართული ოცნება" მხოლოდ პირად ოცნებებს და ახირებებს ისრულებს”, - აცხადებს აბესაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი