საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობასთან გამართა.
მინისტრის შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო. ნატო-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი ტორსტენ კიოლერი; ხოლო ქართული მხრიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.
სტუმრებმა ლევან იზორიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებში წარმატებები უსურვეს.
მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის 2014 წლის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.
როგორც ნატო-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არიან, დახმარება გაუწიონ რეფორმების განხორციელებაში.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
მინისტრის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილის შეტანას.
ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ პირველ ნატო-საქართველოს სწავლებაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა ნატო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს ალიანსის მოთხოვნების შესაბამისად და ამაღლებს ნატო-სთან ურთიერთავსებადობას.
„სიმბოლურია, რომ პირველი შეხვედრა, როგორც მინისტრის რანგში მქონდა ნატო-ს წარმომადგენლობასთან საქართველოში. ნატო-სთან პარტნიორობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ამ სტანდარტების თავსებადი ქვეყანა, რაც უელსის სამიტზე აღიარებული იქნა. ამას ვაძლიერებთ და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომლებსაც ინტენსიური პარტნიორობა აქვთ ნატო-სთან, სხვა ოთხ ქვეყანასთან ერთად“,-განაცხადა იზორიამ.
შეხვედრის შემდეგ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, რომ ნატო-ს გუნდთან ერთად მზადაა, გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მხარდაჭერა,უკვე დაწყებული წარმატებული რეფორმების განხორციელების პროცესში.
„ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ პირველი ფორმალური შეხვედრა ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრთან და მოხარულები ვართ რომ მოგვეცა ახალ გუნდთან მუშაობის საშუალება. შეხვედრაში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გვსურს გავახმოვანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი გვერდში უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“,-განაცხადა ლაჰიუმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.