მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოსაკითხად გამომძიებელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მივიდა.
გამომძიებელ ბექა კვიციანის თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია.
მისი თქმითვე, პროკურატურამ უკვე დადო გამოძიების შუალედური შედეგი.
„გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე. საბოლოო შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა მოგვიანებით დადებს დასკვნას“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.