პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ,,Jackal Stone 2016”-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, გამოიყენება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.
„ჩვენ ველით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,Jackal Stone 2016“- ის წვრთნებში. ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.
წვრთნები - „Jackal Stone 2016“ კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს წვრთნები გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, შეთანხმებულ მოქმედებებს, რათა წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები“,-განაცხადა პრემიერმა.
სუს-ის ინფორმაციით, ,,Jackal Stone 2016“-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
„ეს წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის.
საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, საქართველო ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით - თითქმის 900 ქართველი სამხედრო პირი მსახურობს ამერიკელ მებრძოლებთან და სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, ქართველ მებრძოლთა ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში.
მართალია, წვრთნები ისე დაიგეგმა, რომ ასახავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე რეალურ მოვლენებთან. წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისა და მანევრის შესახებ გაფრთხილებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ადგილებზე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება.
,,Jackal Stone“ არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება“,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.