თურქეთის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა.
სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, სტამბულის სასამართლომ ორდერი დღეს გასცა.
გიულენს ბრალად ედება, ბრძანების გაცემა, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო.
თავად გიულენი უარყოფს რაიმე სახის ჩართულობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი დღეს ანკარაში, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მტკიცე ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რათა „მთლიანად ჩაჭრას ყველა ბიზნესშემხებლობა ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელები სისხლში აქვს ამოთხვრილი“.
მან დასძინა, რომ ყოველი ცენტი, რომელიც მიდის გიულენის მოძრაობაში, „არის ტყვია, რომელიც მოთავსებულია კასრში, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ უნდა აფეთქდეს“.
„ისევე, როგორც ბოდიშს არ ვუხდით მათ, ვინც ცეცხლს აჩენს ამ ტყვიებით, ასევე არ უნდა ვაპატიოთ მათ, ვინც აფინანსებს ამ ტყვიებს“,-განაცხადა ერდოღანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.