ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდება და ოპტიმიზაციის დროს უპირატესობა მაღალკვალიფიციურ კადრებს მიენიჭება
04-08-2016, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

 

 

სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა და მათ საკუთარი მოადგილეებიც წარუდგინა.

 

 

მინისტრის განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წესრიგს, დისციპლინასა და რეფორმას. ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კი რეორგანიზაცია განხორციელდება და ოპტიმიზაციის დროს უპირატესობა მაღალკვალიფიციურ კადრებს მიენიჭება.

 

 

ლევან იზორიამ თანამშრომლებთან თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგიის მომზადების საკითხზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა.

 

 

„ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შევხვდი. მთავარი გზავნილი, რომელიც მათ მივაწოდე არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი დიდი ოჯახის წარმომადგენლები, ოჯახისა, რომელიც ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ატმოსფერო უნდა იყოს, სწორედ, მეგობრული, პატივისცემის, ურთიერთგაგების. ერთად უნდა შევიმუშაოთ იმ რეფორმების და მომავალი სტრატეგიის გეგმები, რომელიც ჩვენს უწყებას უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან. დღეს მქონდა შესაძლებლობა, უცხოელი კოლეგებისთვის გამეზიარებინა გეგმები. მაქსიმალურად დიდი მზაობაა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად შემუშავდეს ახალი სტრატეგია. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჯარისკაცს გავაცნობთ ამ სტრატეგიას. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესი იყოს საკუთარი ეროვნული თვითრეალიზების პროცესი, რომელშიც თითოეული ჯარისკაცია ჩართული, გააზრებული აქვს მისია, მიზნები და ახორციელებს საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრის გზავნილებს დადებითად აფასებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

 

„კარგია, რომ პირველივე შეხვედრაზე გაჟღერდა ის მიმართულებები და მიზნები, რომელიც უნდა დავისახოთ შემდგომ საქმიანობაში. ასევე მისასალმებელია მინისტრის მიდგომა ერთიანი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ მინისტრთან ერთად საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწევთ“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე.

 

 

თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტების ცალკეულ ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ახლო მომავალში კვლავ გეგმავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი