საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.
მისალოც ტექსტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თქვენი იუბილე.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი განვითარების მოწმე გახდა. მოხარული ვარ, რომ დღესდღეისობით, ჩვენ ვხედავთ ძლიერ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე მართებული ადგილი უკავია. ვითვალისწინებ რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.
ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა, და საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით გამოხატული მხარდაჭერისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატებისათვის, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
ბარაქ ობამა 1961 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.