ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ მოსახლეობას და მგზავრებს პრობლემები შეუქმნა. ბაკურიანი-ბორჯომის მიმართულებით გადაადგილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ბაკურიანიდან ბორჯომის გავლით, თბილისის მიმართულებით ავტომანქანებით მიმავალმა მგზავრებმა აცნობეს.
მგზავრები საკმაო დროის განმავლობაში ბაკურიანი ბორჯომის საავტომობილო გზაზე იყვნენ გაჭედილი, რადგან ძლიერმა ქარმა წიწვოვანი ჯიშის ხეები მოგლიჯა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. წაღვერი-ბაკურიანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ამ დრომდეა ჩაკეტილი. სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ასევე შეზღუდული იყო ხილვადობა.

(ფოტო სტიქიის ზონიდან: ბაკურიანი-ბორჯომის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი)
ქალაქ ბორჯომში კი დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სეტყვამ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიც ჩაამსხვრია. ბორჯომს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მუნიციპალიტეტში ტურისტული ზონებიდან ხალხის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.