ბათუმში 4 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლოს” აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. Guardian.ge განცხადების სრულ ტექტს გთავაზობთ.
”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 4 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება ”ჩვენი სამშობლოს” აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ამასთან, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად, ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს, რასაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მოძრაობა ”ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.