აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. ავტონომიური რესპუბლიკის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ანზორ თხილაიშვილთან ერთად მიმდინარე ინფრსატრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ზენითის, გვარას და ქალაქ ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა, სოფლების გაზიფიცირება, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ზღვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იყო. მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია ხალხის საჭიროებებისა და არსებული მდგომარეობის შესწავლა.
ხელისუფლების წამორმადგენლებმა ზენითის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. სოფელ ზენითში საბავშვო ბაღი მოსახლეობის თხოვნით შენდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში სოფელ ზენითში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღი 70 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 485 550 ლრი დაიხარჯება. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთში კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. ქუჩის კეთილმოწყობის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტურარებსა და ბორდიურებს. გზის სავალ ნაწილის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 848 990 ლარია გათვალისწინებული. კომახიძის ქუჩაზე გასულ წელს წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემები მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 313 400 ლარი დაიხარჯა.
ზურაბ პატარაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა აგროსერვის ცენტრში საადრეო სასუფრე ყურძნის რთველშიც მიიღეს მონაწილეობა.
"აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული. დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს ადგილზე 3000 ძირი სასუფრე ვაზის ნერგი გამოიყვანეს, რომლებიც ფერმერებს მინიმალურ ფასად გადაეცა", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მათივე ინფორმაციით, დღესვე სტუმრებმა ცენტრში არსებული სადემონსტრაციო ღვინის სახლი დაათვალიერეს, სადაც ადგილზე მოყვანილი საღვინე ჯიშების მოსავლიდან სადემონსტრაციო ღვინო იწურება. მარანი ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით გაკეთდა.
ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.