„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ "რეალური ამომრჩეველი" არ ჰყავს და იგი მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მან „ტაბულას“ ეთერში განაცხადა. რატიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არ ყოფილა არც ერთი მთავრობა, გარდა დღევანდელი მთავრობისა, რომელსაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მხოლოდ 19-20%–იანი მხარდაჭერა ჰქონოდა.
„2-3% სხვაობა მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და სახელისუფლებო გუნდს შორის ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდი რეალურად აგებს, რადგან საქართველოში საქართველოში ვერავინ ვერ დაგვისახელებს ბოლო წლების განმავლობაში მთავრობას, რომელსაც ჰქონია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 19-20%. ბევრჯერ მითქვამს და ამჯერადაც ვამბობ, რომ ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი - ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურში. დღეს „ქართული ოცნება“ ზის მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზე და მას რეალური ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არ ჰყავს“, - განაცხადა სერგო რატიანმა და 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მაშინდელი კვლევებით ცხადი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა აგებდა არჩევნებს.
„2012 წლის მაისში რეალურად 38% ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აძლევდა ხმას, 18% კი „ქართულ ოცნებას“, 30% გადაუწყვეტელი იყო ან არ საუბრობდა. მაშინ უკვე ცხადი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგებდა არჩევნებს. დღეს არის არა 20%-იანი სხვაობა, როგორც მაშინ იყო, ახლა ყველა კვლევაში მხოლოდ 2 %-იანი სხვაობაა, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.