ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია, ბორჯომის პარკი კი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა
05-08-2016, 02:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით  ბორჯომში იმყოფებოდა.

 

 

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქ ბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზე დააზიანა  ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

 

 

სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ადგილზე მობილიზებული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურუის სამინისტროს კოორდინაციით, სტიქიით დაზიანებულ უბნებზე მობილიზებული იქნა საჭირო ტექნიკა და შესაბამისი სამსახურები. წაღვერის, ბაკურიანის  და ბორჯომის მუნიციპალიტეტების  სოფლების მიმართულებით გაიწმინდა გზა. ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია.  სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

 

 

სტიქიის შედეგად, ბორჯომის პარკი ტურისტებისთვის დროებით დაიხურა. ბორჯომის გამგებელის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, წაქცეულია ასწლოვანი ხეები და ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები. მისივე ცნობით, ამ დროისთვის სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.  როგორც გამგებელმა აღნიშნა, დროებით ტურისტებს პარკში შესვლა შეზღუდული აქვთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში გზა სავარაუდოდ გაიწმინდება და მინერალური წყლის აღება ყველას შეეძლება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი